საზოგადოება
ოპოზიციური პარტიის „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ. მისი ექიმების, ადვოკატისა და ოჯახის წევრების განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მას დაახლოებით ორ დღეში გადაიყვანენ და კერძო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჩაუტარდება გამოკვლევები.
2 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის პირველობაზე ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი დათმო. ნიდერლანდებთან 11:15 და ფარერის კუნძულებთან 20:21 დამარცხების შემდეგ, გუნდი IX-XX ადგილებისთვის იბრძოლებს.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
66 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი კახა გველესიანი, რომელიც არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი იყო. მათ შორის აღსანიშნავია სასტუმროების „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“, „მოქსი“ და მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსის რეაბილიტაცია. გველესიანი ასევე იყო ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელი. გარდა ბიზნესისა, ის კულინარიისა და ღვინის ექსპერტადაც იყო ცნობილი.
2 ივლისი, 2026
სპორტი
ჩეხური გამოცემა inFotbal-ის ინფორმაციით, ლიბერეცის "სლოვანმა" ქუთაისის "ტორპედოს" 20 წლის ქართველი ფეხბურთელის, ალეკო ბასილაძის ტრანსფერი 750 ათასი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და მზადაა 5-წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
2 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სათამაშოდ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაემგზავრა. გუნდი ჯგუფურ ეტაპზე იტალიას, ბელგიასა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნოზაძემ გუნდის შემადგენლობაზე და ტურნირის მოლოდინებზე ისაუბრა, სადაც კაპიტანი სოსო მათიაშვილი დაბრუნდა და ბექა სამსიანს დებიუტი ექნება.
2 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა, მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის მეორე ტურისთვის შემადგენლობა დაასახელა. გუნდი 2 ივლისს, ავჭალაზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. წინა მატჩში უელსთან მარცხის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა ხუთი ცვლილება განახორციელა.
2 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს შეფარდებული სასჯელი შეუმცირა. თოშხუა დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო შერვაშიძე ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს. თავდაპირველად, საქალაქო სასამართლომ მათ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2 ივლისი, 2026
სპორტი
სანდრო მამუკელაშვილი ლეგენდარულ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის ყოველწლიური ანაზღაურება დაახლოებით 15 მილიონი დოლარი იქნება. მამუკელაშვილი წინა სეზონს "ტორონტოში" ატარებდა, სადაც რეგულარულ სეზონში საშუალოდ 11.2 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან პასს აკეთებდა.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის მერია აცხადებს საერთაშორისო ტენდერს საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესასწავლად. პროექტი, რომელიც თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება, მიზნად ისახავს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან და თბილისის აეროპორტთან არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებით. კვლევა ასევე შეაფასებს პროექტის გარემოსდაცვით, სოციალურ და ფინანსურ ასპექტებს.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო მოუწოდებს პატრონს, გამოჩნდეს 5 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლი გაჩუქდება.
2 ივლისი, 2026