სამართალი
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები ვრცელდება. ავტომობილმა რუსეთის მოქალაქემ ტროტუარზე მიმავალ 65 წლის პენსიონერს, თამილა კაზალიკაშვილს დაარტყა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. მძღოლი ადგილზე დააკავეს და სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS 5 ივლისს, თავის დაბადების დღეს, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. ამ დღეს PLUS ქულებით გადახდისას მომხმარებლები მიიღებენ ორმაგ სარგებელს და 50%-იან ფასდაკლებას 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში. შეთავაზებები მოიცავს ავტომომსახურებას, მოგზაურობას, შოპინგს, სილამაზეს, ფიტნესს და სხვა კატეგორიებს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ, მსაჯობა და VAR-ის გამოყენება გააკრიტიკა. მისი აზრით, VAR-ი ფეხბურთს ანადგურებს და ემოციებს კლავს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასულ სეზონში ტერ შტეგენმა ტრავმის გამო მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.
4 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა. ირაკლი საქართველოს რეგიონალლიგებში ასპარეზობდა, როცა ის აღმოაჩინა ფინეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ლომიძემ. სირაძემ ითამაშა ფინურ " ჰაკასა" და "ატლანტისში", რის შემდეგაც "დინამოში" აღმოჩნდა. აქვე დავძენთ, რომ "სამგურალში", მატებასთან ერთად, არის დანაკლისიც - გუნდი დატოვეს ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში შვეიცარიამ ალჟირი 2:0 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც კოლუმბიასა და განას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ბრილ ემბოლომ გახსნა, ხოლო 46-ე წუთზე დან ნდოიემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
პარიზულმა გრანდმა, პსჟ-მ, გონსალო რამუშის შემცვლელად „მონაკოს“ ამერიკელი თავდამსხმელი, ფლორიან ბალოგუნი შეარჩია. ბალოგუნმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. პსჟ-ს ბალოგუნის შეძენისას პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს კონკურენცია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია, რომელმაც ანტონიო კონტე ჩაანაცვლა. ალეგრისა და "ნაპოლის" შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მას შემდეგ რაც მილანურ კლუბთან მისი ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა.
4 ივლისი, 2026