განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სამართალი

ეზოში ხმაურის გამო, მეზობელმა სკოლის მოსწავლე დაჭრა

ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო, რის შედეგადაც 26 წლის კაცმა მოზარდს ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია

მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ამსტერდამში, ჰააგასა და როტერდამში არეულობა მოხდა. ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატმა გერტ ვილდერსმა ამ ფაქტს მკვეთრი განცხადებით უპასუხა და მაროკოელების ევროპიდან გაძევება მოითხოვა.

11 ივლისი, 2026
სპორტი

მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა

„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი შესაძლოა კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა -  ბოსნიას და ჰერცეგოვინას

ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.

11 ივლისი, 2026
სამართალი

ირაკლი დგებუაძე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, დგებუაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. ის ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახი, ქორწინება და შვილები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, თუმცა მთავარი დაბრკოლება ფინანსებია - ახალი კვლევა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახი, ქორწინება და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება, თუმცა რეალური გარემოებები მათ ამ მიზნების განხორციელებაში ხელს უშლის. კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებობს სერიოზული ნაპრალი სასურველ და ფაქტობრივ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს შორის.

11 ივლისი, 2026
სპორტი

"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის

„დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტას ვავალისმა, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ვირტუსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს უკეთ თამაში შეუძლიათ, შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. მწვრთნელმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე

ხვალ, 11 ივლისს, თბილისში RAF-ის (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) ღონისძიება გაიმართება. შეჯიბრების წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და ერთ-ერთი დაღესტნელი სტუმარი დაუპირისპირდნენ, რასაც მოჰყვა კორდონის გარღვევის მცდელობა.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/4 ფინალი] ესპანეთი 2:1 ბელგია. დე ლა ფუენტეს "ჯოკერმა" ამჯერადაც გაამართლა! | Lelo.Ge

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა ბელგიასთან და გამარჯვება მოიპოვა. ფაბიან რუისის გოლს შარლ დე კეტელერმა უპასუხა, თუმცა მიკელ მერინოს გოლმა ესპანეთს გამარჯვება მოუტანა.

11 ივლისი, 2026
სამართალი

„ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის“ ფაქტზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს აგინა.

11 ივლისი, 2026