← მთავარი
სპორტი

გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?

23 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?

ჟურნალისტ იდის კერემის ინფორმაციით, “ბეშიქთაშის” პრეზიდენტი ონდერ ოზენი საქართველოში გამომგზავრებას და ზურიკო დავითაშვილთან პირადად გასაუბრებას აპირებს. 

სტამბოლური გუნდის მმართველის მიზანია, რომ 25 წლის ჩვენებური ტრანსფერზე დაიყოლიოს და მომავალი სეზონიდან თავისი გუნდის რიგებში იხილოს. 

“ბეშიქთაშმა” გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. კლუბი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე საგრძნობლად გაძლიერებას გეგმავს, მთავარ მწვრთნელად კი ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ვინჩენცო იტალიანო დანიშნა. 

შეხსენებისთვის, დავითაშვილს ამჟამინდელ გუნდ “სენტ ეტიენთან” კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მის მიმართ ინტერესი პორტუგალიურ გრანდ ლისაბონის “ბენფიკასაც” გააჩნია. თეგები:სენტ ეტიენიბეშიქთაშიზურიკო დავითაშვილი(0) / (2)

← მთავარი