ეკიმებს რუსული ტანკების არ შეგვშინებია, ვერ გაგვტეხთ - ზურაბ სიხარულიძე
„ექიმებს რუსული ტანკების არ შეგვშინებია, ვერ გაგვტეხთ” – ზურაბ სიხარულიძე
სოცმედია • 19 ივნისი 14:12
ექიმი, ფედერალისტების წევრი, ზურაბ სიხარულიძე, გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებას ეხმაურება და წერს: ჯანდაცვის სამინისტრო, უკვე 6 დღეა არანაირი ინფორმაცია არ გაგივრცელებიათ და საზოგადოებამ არ იცის, როგორი მიღწევები გვაქვს საქართველოს ჯანდაცვაში . ხომ მშვიდობა გაქვთ? არც მინისტრი ჩანს. იმედია, კარგად არის. ალბათ აუცილებლად გააკეთებთ განცხადებას 72 წლის ექიმის ბატონი გოგის საქმეზეც, რომელიც დააკავეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დარწმუნებული ვარ, კოლეგას სოლიდარობასაც გამოუცხადებთ.ვაჰ, სადამდე მივედით — სულ უფრო და უფრო ქვემოთ ვეშვებით.ადამიანებს ვერ გატეხავთ და ვერ შეაშინებთ. ექიმებს რუსული ტანკების არ შეგვშინებია. ჩვენ ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიდექით და მომავალშიც ვიდგებით. ჩემი სრული სოლიდარობა ჩვენს კოლეგას