ნარკოლოგი სიხარულიძე: „ნალოქსონი ქსელებში არ არის, ზიანის შემცირების პროგრამებს ხურავთ — ვეღარ გვეტყვით, რა ხდება”
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას მოუწოდებს: ქვეყანაში ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეული გარდაცვალებების მასშტაბი საგანგაშოა, ოფიციალური სტატისტიკა კი — არ არსებობს.
განცხადება გამოაქვეყნა ექიმმა სოციალური ქსელის ერთ-ერთ პოსტზე რეაგირებით: „დღეს ერთი კაცის პოსტი შემხვდა — თავის 22 წლის გარდაცვლილ შვილიშვილზე წერს. იქვე აღნიშნავს, რომ იმავე ღამეს კიდევ 5 ახალგაზრდა გარდაიცვალა იმავე მიზეზით.”
სიხარულიძე ამბობს, რომ სპეციალისტები დიდი ხანია ითხოვენ სრულ სურათს: „ჩვენ ამასვე ვითხოვთ — რა მასშტაბისაა პრობლემა და კონკრეტულად რომელი ნარკოტიკებით ხდება ზედოზირება. მაგრამ — ამაოდ.”
ნარკოლოგის შეფასებით, პრობლემა სიღრმისეულია: ნალოქსონი, ზედოზირების შესამსუბუქებელი პრეპარატი, ფარმაციებში არ იშოვება; ზიანის შემცირების პროგრამები ხურდება; ბაზარზე კი მრავალი სახიფათო ნარკოტიკი ვრცელდება.
„გააგრძელეთ ასე თქვენი „წარმატებული რეფორმა” — და კიდევ უამრავ ახალგაზრდას დავკარგავთ. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს ამ ქვეყანაში. ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა,” — წერს სიხარულიძე.