სპორტი
ხორვატიაში ახალი ერა დაიწყება - 9 წლის შემდეგ ზლატკო დალიჩი ნაკრებიდან წავიდა
Jutarnji-ის ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტმა ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამავე წყაროს ცნობით, მას ეს გადაწყვეტილება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჰქონდა მიღებული.
დალიჩს კონტრაქტი ამოეწურა, რომელსაც აღარ გაახანგრძლივებს და სამუშაოდ ემირატებში გადაინაცვლებს. ის ხორვატებს 2017 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა. დალიჩის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 2018 წლის მუნდიალზე ვერცხლის, ხოლო 2022 წელს ბრინჯაო მოიგო.
2026 წელს ხორვატები 1/16-ფინალში პორტუგალიასთან 1:2 დამარცხდნენ.