← მთავარი
სპორტი

იღბლიანი "ზირა" ორი ქართველით

16 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
იღბლიანი

ქუთაისის “ტორპედოს” ქართული გუნდებიდან კონფერენსლიგაზე ყველაზე ძლიერი მეტოქე, აზერბაიჯანული “ზირა” შეხვდა - გუნდი, სადაც საქართველოს ნაკრებში ნათამაშები დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი ასპარეზობენ. “ზირამ” გასულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა, ევროსაგზური კი “თურანის” დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიპოვა. დაარსდა 2014 წლის 28 ივლისს და საკმაოდ იღბლიანიც გამოდგა - იმავე სეზონში პირველი დივიზიონი მე-5 ადგილზე დაასრულა. მაგრამ პირველმა ოთხმა საუკეთესო კლუბმა ვერ შეძლო საკლუბო ლიცენზირების პირობების დაკმაყოფილება და “ზირას” მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში დებიუტის უფლება მიენიჭა, სადაც პირველივე სეზონში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეროვნულ ჩემპიონატში წარმატების მიუხედავად, კლუბმა მომდევნო სეზონში ვერ შეძლო ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება, რადგან უეფა სამ წელზე ნაკლები ისტორიის მქონე კლუბებს ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს… მაგრამ 2016/17 წლების სეზონში გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპალიგისსაგზური მოიპოვა. მატჩებს სოფელ ზირაში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე ატარებს, რომლის საერთო ტევადობა 1500 მაყურებელია. მაგრამ ცხადია, ქუთაისის “ტორპედოს” პირველ შეხვედრაში, 9 ივლისს, სხვა არენაზე უმასპინძლებს, 16-ში კი ქუთაისში ესტუმრება. “ზირა” აზერბაიჯანის 4-გზის ვიცე-ჩემპიონია. 2026 წლის მონაცემებით, 290.5 ქულით, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში 399-ე ადგილზეა, ხოლო უეფა-ს კლუბების რეიტინგში - 258-ეზე.

← მთავარი