← მთავარი
სპორტი

ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს

8 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს

ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში იმუშავებს. USA Boxing ოფიციალურად ადასტურებს, რომ ქართველი მწვრთნელი ამერიკის ეროვნულ ნაკრებს უკვე შეუერთდა და ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელის პოსტი ჩაიბარა.

“სიამაყით წარმოგიდგენთ აშშ-ის კრივის უმაღლესი მიღწევების სამწვრთნელო შტაბის ახალ წევრს — ზაურ ანთიას!

მწვრთნელი ზაური აშშ-ის კრივის ფედერაციას ეროვნული ტექნიკური მწვრთნელის პოზიციაზე უერთდება. მანამდე მან 20 წელზე მეტი გაატარა ირლანდიის კრივის ნაკრებში, რომელსેც ამ პერიოდში 10 ოლიმპიური მედალი მოაპოვებინა”, — წერს USA Boxing სოციალურ ქსელში.

ზაურ ანთია ფოთში დაიბადა, 1985 წლამდე მოქმედი მოკრივე იყო და ექვსჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. 1988 წელს, სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, როსტოვში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მისმა შეგირდებმა რამდენიმე მედალი მოიპოვეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზაურ ანთიამ ფოთში გააგრძელა მოღვაწეობა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, ზურაბ გუნიას თანაშემწე გახდა. ის ირლანდიაში 2003 წელს ჩავიდა და ირლანდიის ნაკრები მალევე ჩაიბარა.

ზაურ ანთია ირლანდიის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელადაა დასახელებული. მის სახელზე ქვეყნის მოპოვებული ოლიმპიური მედლების თითქმის მეოთხედია.

← მთავარი