სპორტი
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2026 — ბათუმში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა
ბათუმში მიმდინარე საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლების პირველი კომპლექტი გულაღმა ცურვაში გათამაშდა.
გოგონათა შორის ფესტივალის პირველ ჩემპიონად თბილისელი ანა ივანოვა დასახელდა. ვერცხლი ასევე თბილისელმა ელენე ზაქაიძემ მოიგო, ბრინჯაო კი ბარბარე გვიმრაძეს (იმერეთი) ერგო.
ვაჟთა შორის ოქრო ლაზარე სიხარულიძემ (თბილისი) მოიგო, ვერცხლი — დემეტრე ციხისელმა (იმერეთი), ბრინჯაო — იოანე ქამადაძემ (აჭარა).
გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურ ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.