← მთავარი
სპორტი

[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა

30 სექტემბერი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა

ერთა ლიგის А დივიზიონის მესამე ჯგუფში მეორე ტური ჩატარდა.

ესპანეთმა საკუთარ მოედანზე ხორვატია 4:1 დაამარცხა. იამალმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში 18 მატჩში 11 გოლი და 7 საგოლე პასია.

ესპანეთი 2024 წლის მარტის შემდეგ ძირითად დროში არ დამარცხებულა, რაც რეკორდია - 31 მოგება და 9 ფრე.

ინგლისმა სტუმრად 2:0 მოუგო ჩეხეთს, რომელიც ნახევარმცველ შულცის გაძევების გამო 25-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

ჯგუფში 6 ქულით ლიდერი ესპანეთია, 3 ქულით მეორე ადგილზე ინგლისია, ამდენივე ქულით მესამეზე ხორვატიაა, ჩეხეთი კი უქულოდაა.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“

ესპანეთი - ხორვატია 3:1

გოლები: 1:0 იამალი (2), 1:1 ბელიო (28), 2:1 პუბილი (31), 3:1 იამალი (63), 4:1 ვილიამსი (89)

პრაღა „ფორტუნა არენა“

ჩეხეთი - ინგლისი 0:2

გოლები: 0:1 გორდონი (47), 0:2 კეინი (69)

გაძევება: შულცი (25, ჩეხეთი)

ჯგუფში მესამე ტური 3 ოქტომბერს გაიმართება - ესპანეთი ჩეხეთს, ხორვატია კი ინგლისს უმასპინძლებს.

← მთავარი