სპორტი
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
“ბარსელონას” 18 წლის ესპანელმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა Cadena SER-თან ინტერვიუში მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი ფორვარდი ხულიან ალვარესი კატალონიურ გრანდში მიიწვია.
მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ალვარესი “ბლაუგრანას” მთავარი სამიზნეა და “ნოუ კამპზე” კარიერის გაგრძელების სურვილს თავად ხულიანიც იჩენს.
“ძალიან გამიხარდებოდა, თუ ალვარესი ჩვენთან გადმოვა. შესანიშნავი მოთამაშეა და მის ტრანსფერს გაშლილი ხელებით შევხვდები. მის ადგილას, რომ ვყოფილიყავი, “ბარსელონაში” აუცილებლად გადავიდოდი”, - თქვა იამალმა.
თეგები:
ბარსელონა
ხულიან ალვარესი
ლამინ იამალი
გაზიარება:
(0) /
(0)