← მთავარი
სპორტი

[წყალბურთი] ესპანეთში მეორე ადგილი დაიკავეს | Lelo.Ge

1 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[წყალბურთი] ესპანეთში მეორე ადგილი დაიკავეს | Lelo.Ge

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 2-10 აგვისტოს 16-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადებიან ქართველი წყალბურთელები. მათ უკვე წვრთნის რამდენიმე ეტაპი გაიარეს. ძალთა შემოწმების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ესპანეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი (BIWPA Summer Cup), რომელშიც ევროპის 16-წლამდელთა 6 გუნდი მონაწილეობდა. ჩვენებმა ფინალამდე ყველა მეტოქეს სძლიეს, გადამწყვეტი შეხვედრა კი ესპანურ CE Montjuïc-თან 6:8 წააგეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

← მთავარი