← მთავარი
სპორტი

ხიზანიშვილი: ლუის ენრიკემ კვარაცხელია 2021 წელს, ესპანეთ-საქართველოს მატჩში შეამჩნია

11 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ხიზანიშვილი: ლუის ენრიკემ კვარაცხელია 2021 წელს, ესპანეთ-საქართველოს მატჩში შეამჩნია

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი „სპორტი იმედზე” გადაცემაში სტუმრობისას ყვება, თუ როგორ მიაპყრო ლუის ენრიკემ ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას.

„როდესაც ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და თბილისში „ფურია როხასთან” 1:2 წავაგეთ, გასახდელის შესასვლელთან ის ვილი სანიოლს ეკითხებოდა, ჩვენი შვიდი ნომერი ვინ იყო. როგორც ჩანს, „კვარამ” ენრიკეზე პირველი შთაბეჭდილება მაშინ მოახდინა,” — ყვება ხიზანიშვილი.

ხიზანიშვილი ლუის ენრიკის ტაქტიკური ოსტატობის შესახებ ასე ამბობს: „მიუნხენში გამართულმა თამაშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად ძლიერი სპეციალისტია. თითქმის ყველა ჯარიმა გაათამაშებინა გუნდს — ასეთ რამეს მხოლოდ განსაკუთრებული სპეციალისტი თუ მოიფიქრებს.”

პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს” 30 მაისს შეხვდება.

← მთავარი