← მთავარი
სპორტი

[ხელბურთი] ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგეს | Lelo.Ge

1 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ხელბურთი] ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგეს | Lelo.Ge

გეტებორგში 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის პირველობის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელები - ინა ჭკუასელი, მარიამ ჩავჩიძე) ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი მატჩი გამართა და ისევ დამარცხებულმა დატოვა სარბიელი.

ჩვენებს მესამე ორთაბრძოლა ნიდერლანდელ თანატოლებთან ჰქონდათ. პირველ ტაიმში მეტოქე მდევრის როლში იყო. შესვენების შემდეგ კი როლები შეიცვალა და ტიტების ქვეყნის წარმომადგენლებმა ოთხბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

საქართველო - ნიდერლანდები 11:15

საქართველო: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; ნინო მუშკუდიანი (4), მარიამ დანელია (2), მარიამ ქათამაძე (2), ლიზი კვესელავა (1), ბარბარე გამგებელი (1), სესილი სალუქვაძე (1), ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ნინო ქებურია, ნინო დვალიშვილი, თეკლა ჩუბინიძე, მართა ბარნაბიშვილი, ანასტასია ესართია.

ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფარერის კუნძულების წარმომადგენლებთან ითამაშა. ფაქტობრივად, თანაბარი ძალის კონკურენტთან პაექრობა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი ჩვენებმა აქაც მოიგეს, თანაც ორბურთიანი უპირატესობით. მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე სიგრიდ ჰანსდოტირმა ზედიზედ ორი ბურთი შეაგდო ჩვენს კარში და ფარერებმა ერთი ბურთის სხვაობით მიაღწია წარმატებას.

საქართველო - ფარერის კუნძულები 20:21

საქართველო: სანიკიძე, ბერუაშვილი, კუჭაშვილი; მუშკუდიანი (8), ქათამაძე (5), დანელია (3), სალუქვაძე (2), ბარნაბიშვილი (1), ესართია (1), კვესელავა, ლაგვილავა, ნაგერვაძე, ქებურია, გამგებელი, დვალიშვილი, ჩუბინიძე

ჩვენს ჯგუფში სერბეთმა ფარერებს 21:13 მოუგო, ესპანეთმა კი სერბეთი დაამარცხა - 16:10.

საქართველოს 16-წლამდელ გოგონათა ნაკრები ევროპის პირველობაზე ასპარეზობას IX-XX ადგილებისთვის განაგრძობს.

← მთავარი