საზოგადოება
Numbeo: საქართველო საშუალო ხელფასით მსოფლიოში 76-ე ადგილზეა — რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანი ჩამორჩება
Numbeo-ს უახლესი მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 562 აშშ დოლარია. ეს მაჩვენებელი ქვეყანას მსოფლიოს 76-ე ადგილზე და რეგიონში მეოთხე პოზიციაზე ათავსებს.
რეგიონული სურათი ასეთია: თურქეთი — 1 059 დოლარი, რუსეთი — 916 დოლარი, სომხეთი — 724 დოლარი, საქართველო — 562 დოლარი, აზერბაიჯანი — 433 დოლარი.
გლობალური რეიტინგის სათავეში შვეიცარიაა — 7 564 დოლარით. ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კუბაშია: 37 დოლარი.