სპორტი
საქართველოს გოგონათა U16 ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მეორე ადგილით დაასრულა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბაქოში ჩატარებულ უეფას განვითარების თასში მეორე ადგილი დაიკავა.
ტატა მატვეევას გუნდმა სამი შეხვედრა გამართა: სასტარტო მატჩში რუმინეთს დაუთმო, შემდეგ ლიეტუვა და მასპინძელი აზერბაიჯანი ზედიზედ დაამარცხა. ჯამში 6 ქულა დაგროვდა, რომელმაც მეორე ადგილი მოიტანა.
ლიეტუვასთან მინიმალური ანგარიშით მოგებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ნატალია გუგულაშვილმა გაიტანა, ხოლო აზერბაიჯანთან 4:2 მოგებულ ფინალურ მატჩში გოლები ნინო სხრიტლაძის, მარიამ გასანოვას, სესილი გაბრელიანის და ანი დავითულიანის ანგარიშზეა.