← მთავარი
სპორტი

მსოფლიო თასი 2026. B ჯგუფი: კანადა 1:1 ბოსნია. ლარინია თუ... ბაში-აჩუკი?

13 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
მსოფლიო თასი 2026. B ჯგუფი: კანადა 1:1 ბოსნია. ლარინია თუ... ბაში-აჩუკი?

მსოფლიო თასი 2026. B ჯგუფი კანადა 1:1 ბოსნია 12.06. ტორონტო. BMO “ფილდი”. 45 736 მაყურებელი გოლები: 0:1 ლუკიჩი (21. კოლაშინაცის პასით), 1:1 (78. პ. დევიდის პასით) კანადა (4-4-2): კრეპო 6.9* - ჯონსტონი 6.9, დე ფუგეროლესი 7.3, კორნელიუსი 7.1, ლარიეა 7.5 - ბიუკენენი 5.7 (61. აჰმედი 6.3) - კონე 6.1, ეუშტაკიო 7.0 (90+1. ოსორიო), მილარი 6.6 (61. შაფელბურგი 6.5) - ჯ. დევიდი 6.6 (61. პ. დევიდი 6.9), ოლუვასეი 6.7 (76. ლარინი 7.5) მწვრთნელი: ჯესი მარში ბოსნია (4-4-2): ვასილი 6.5 - დედიჩი 6.8, კატიჩი 8.6, მუჰამეროვიჩი 7.9, კოლაშინაცი 7.9 (84. ბურნიჩი 6.4) - ბაირაკტარევიჩი 5.0 (74. სუნიჩი 6.4), ტაჰიროვიჩი 5.6, ბაშიჩი 6.8 (62. გიგოვიჩი 6.5), მემიჩი 5.4 (74. ალაიბეგოვიჩი 6.4) - ლუკიჩი 8.3 (62. ბაჟდარი 6.1), დემიროვიჩი 5.6 მწვრთნელი: სერგეი ბარბარესი გაფრთხილება: ჯონსტონი (11), დემიროვიჩი (45), ლუკიჩი (45+1), დე ფუგეროლესი (53), კატიჩი (90+3) მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ისმაელ კონე (კანადა) არბიტრი: ფ. ტელიო (არგენტინა) * - შეფასებები Flashscore-ის მიხედვით ტორონტოში კანადა მასპინძლის რანგში დაუხვდა ბოსნიას და ქულები გაუყო. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მუნდიალის საუკეთესო მატჩი ვიხილეთ. თავი არცერთ გუნდს დაუზოგავს. ლამაზი მომენტებიც იყო და დიდი ბრძოლაც. ბოსნია იგებდა იოვო ლუკიჩის თავური გოლით, რომელიც კარგად დამუშავებულ კუთხურს მოჰყვა. ისე კი, ლუკიჩი ყველასთვის მოულოდნელად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში ედინ ჯეკოს ნაცვლად. ბალკანელთა მწვრთნელ სერგეი ბარბარესს ნამდვილად გაუმართლა. ანგარიშში ჩამორჩენილი კანადა მაგრად დაიქოქა და თამაშის ბოლომდე უპირატესობა აღარც გაუშვია ხელიდან. ეგაა, ჯესი მარშის გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ საპასუხო გოლი შეაგდო. კაილ ლარინი, ვინც ინგლისურ “საუთჰემპტონშია”, სულ 120 წამის შესული გახლდათ მინდორზე, როცა ბურთი მაგრად მოათვინიერა, კარგადაც დატრიალდა და რიკოშეტის დახმარებით გაათანაბრა. როგორც ერთ ძველ და უკვდავ ქართულ ნაწარმოებშია - მეტოქეს მისალმებაც კი არ აცალა. გეხსომებათ, როგორ წააქცია ბაში-აჩუკმა აბდუშაჰილი… ფაქტები კანადამ მე-7 მატჩი ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატებზე და კვლავ მოგების გარეშეა. აქამდე, კანადელებმა 1986 და 2022 წლების მუნდიალებზე მიიღეს მონაწილეობა და აქამდე ექვსივე მატჩი წააგეს. კრაიოვას “უნივერსიტატეას” 27 წლის ფორვარდმა, იოვო ლუკიჩმა, რომელიც ერთადერთი სერბია ბოსნიის ნაკრებში, მეორე მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში და პირველი გოლი შეაგდო. ბოსნიის ნაკრები მეორედ თამაშობს მუნდიალზე და ერთი მოგების ამარაა. ბალკანელებმა 2014 წელს ირანი დაამარცხეს (3:1). კანადელთა გოლის ავტორი კაილ ლარინი ნაკრების ისტორიაში მეორე ბომბარდირია. მან 89-ე შეხვედრაში 31-ე გოლი გაიტანა. პირველ ადგილზეა ჯონათან დევიდი (39 გოლი).

← მთავარი