სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გgermania და ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს
“ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში. ამის შემდეგ მე გადავდგები” - უთხრა ვუჩიჩმა მმართველი, “სერბეთის პროგრესული პარტიის” ათასობით მომხრეს ბელგრადში, 27 ივნისს. ვუჩიჩის პრეზიდენტობის მეორე და ბოლო ვადა 2027 წელს იწურება.ვუჩიჩს არ დაუკონკრეტებია გადადგომის ან ვადამდელი არჩევნების თარიღები, თუმცა თქვა, პარტიის ლიდერებს შევატყობინე, რომ ვაპირებ “დახმარების გაწევას ხალხის ნდობის მოპოვებაში, შემდეგი ოთხი წლისთვისო”.სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები წელიწადნახევარზე მეტი ხანია მიმდინარეობს, მათ ბიძგი მისცა ნოვი სადში რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევამ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.ჩრდილოეთში მდებარე ნოვი სადში ტრაგედია 2024 წლის 1 ნოემბერს მოხდა - სახურავის ჩამონგრევას ემსხვერპლა 16 ადამიანი. ამ შემთხვევამ საზოგადოება შეაძრწუნა, იმ ცნობების ფონზე, რომ სადგურის გაუმართავად აშენება კორუფციულმა პრაქტიკებმა განაპირობა. ამ მშენებლობას, რომელსაც ჩინეთის კომპანიები ახორციელებდნენ, მთავრობა მნიშვნელოვან პროექტად აცხადებდა.საპროტესტო აქციები ყველაზე ინტენსიურ მომენტებში იყო სერბეთისთვის ყველაზე მრავალრიცხოვანი მას მერე, რაც 25 წლის წინ ჩატარებულმა დემონსტრაციებმა იუგოსლავიის ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის დამხობა მოიტანა.27 ივნისის შეხვედრაზე ვუჩიჩი გამოვიდა დემონსტრანტებთან დიალოგის გამართვის მოწოდებით, თუმცა, ამავე დროს, მოძრაობას ბრალი დასდო უცხოეთის აქტორების გავლენის ქვეშ ყოფნაში - მათი, ვინც, მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკაში ერევიან. ვუჩიჩს მტკიცებულებები არ მოუტანია თავისი განცხადებების გასამყარებლად.პარალელურად, სერბეთში ბოლო თვეებში სხვა პოლიტიკური უთანხმოებაც მატულობს - მათ შორის მზარდი ნაციონალისტური სენტიმენტი, კამათის საგნად ქცეული მშენებლობის პროექტები და გაურკვევლობა ევროკავშირისკენ გზაზე. ევროკავშირის წევრთა ნაწილი შეშფოთებულია სერბეთის მიუმხრობლობის პოლიტიკით რუსეთის წინააღმდეგ ბლოკის სანქციებთან მიმართებით.უწინ ულტრანაციონალისტი ვუჩიჩი ქვეყნის პრეზიდენტი 2017 წლიდანაა. მან თანდათან გააძლიერა თავისი ძალაუფლება, იმიჯით რეფორმატორისა, რომელსაც სერბეთი ევროკავშირისკენ მიჰყავს და თან ახლო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან და ჩინეთთან.ვუჩიჩის თქმით, ხელახლა არჩევის შემთხვევაში მმართველი პარტია გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა ამავე დროს გააგრძელებს თავის “ტრადიციულ პარტნიორობას” მოსკოვთან და პეკინთან. ბელგრადი “რთულ დროში მეგობრებს არ მიატოვებს” - აცხადებს ვუჩიჩი.ალექსანდარ ვუჩიჩმა ასევე თქვა, რომ მმართველი პარტია იქნება ნაწილი უფრო ფართო პოლიტიკური კოალიციისა სახელად “ერთიანი სერბეთი”. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის შეფასებით, ეს სახელი ასოციაციურად ჰგავს რუსეთის მმართველ პარტიას, “ერთიან რუსეთს” - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების ინსტრუმენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ასევე ნახეთ
„გვესმის ერთმანეთის პოლიტიკის“ - ვუჩიჩი საქართველოს „საოცარ“ ეკონომიკურ შედეგებს აქებს