← მთავარი
მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი: „მალე გადავდგები” — ახალ არჩევნებს 3-4 თვეში ვარაუდობს

11 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი: „მალე გადავდგები” — ახალ არჩევნებს 3-4 თვეში ვარაუდობს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ადგილობრივ ტელევიზიაში განაცხადა, რომ მალე გადადგება, ხოლო ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 3 ან 4 თვეში ჩატარდება.

„რეზიდენციაში წიგნების ჩალაგება უკვე დავიწყე. ბევრი წიგნი მაქვს და ვცდილობ, მოვიფიქრო სად წავიღო,” — განაცხადა ვუჩიჩმა და დასძინა: „არჩევნები 3 ან 4 თვეში გაიმართება. ივლისში ან აგვისტოში არ ჩატარდება, მაგრამ ოფიციალურად ამ პერიოდში დაინიშნება თუ არა — სხვა საკითხია.”

ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებს და ქვეყნის მმართველ „სერბეთის პროგრესული პარტიის” ლიდერია.

← მთავარი