← მთავარი
სპორტი

"ვოზინიამ პირად შეტყობინებაში მომწერა და ეს მთხოვა" - რუს ბლოგერს კაპო ვერდელთა გმირი მეკარე გაახსენდა და ისტორია მოჰყვა

17 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

“ვოზინიამ პირად შეტყობინებაში მომწერა და ეს მთხოვა” - რუს ბლოგერს კაპო ვერდელთა გმირი მეკარე გაახსენდა და ისტორია მოჰყვაErnests Gulbis05:29/17-06-2026+-2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯერჯერობით ყველაზე დიდი სენსაცია 15 ივნისს H ჯგუფში დაფიქსირდა, სადაც ესპანეთის ნაკრებმა კაპო ვერდესთან ნულოვანი ფრე ითამაშა.    შეხვედრის გმირი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი აფრიკელთა 40 წლის მეკარე ვოზინია გახდა, რომლის ანგარიშზეც 7 “სეივი” დაფიქსირდა.    ამ მატჩის შემდეგ ამჟამად პორტუგალიური “ჩავესის” ვეტერანი კიპერი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მას 3 დღეში Instagram-ზე დაახლოებით 5 მილიონი გამომწერი მოემატა.    ვოზინიას ამ წარმატებამ ცნობილ რუს ბლოგერ ვალერიამდეც მიაღწია, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც 2021 წელს მეკარე კვიპროსულ გუნდ “აელში” თამაშობდა, კაპო ვერდელმა მას მისწერა და შეხვედრა სთხოვა.    ირკვევა, რომ გოგონას სოციალურ ქსელში თავისი ცეკვის ვიდეოები ჰქონდა განთავსებული და ვოზინიამ მისწერა, რომ შეხვედროდა და ცეკვა ესწავლებინა, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა, რადგან ვალერია კვიპროსში დასასვენებლად იყო და მალევე რუსეთში დაბრუნდა.    “ფეხბურთს არ ვუყურებ. შოკირებული ვიყავი, როდესაც ტელევიზორში შემთხვევით ინტერვიუსას ვოზინია აღმოვაჩინე. 2021 წელს კვიპროსში ვიყავი, მან მომწერა და შეხვედრა მთხოვა.    ის ძალიან ტაქტიანი და თავაზიანი ადამიანია, თუმცა კვიპროსი მალევე დავტოვე და პირადად ის არ გამიცვნია”, - დაწერა ვალერიამ. თეგები:ვოზინია(0) / (6)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი