← მთავარი
საზოგადოება

რას ამბობს "ვივამედის" დირექტორი ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით

1 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რას ამბობს

“ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში არ იქნება ჩართული და მხოლოდ ინფრასტრუქტურას გამოყოფს.

მისივე თქმით, აუცილებელი კვლევები, რაც საჭირო იქნება პაციენტისთვის, შესრულდება კლინიკის პირობებში.

“ვივამედი“ უთმობს ინფრასტრუქტურას, თუ იქნება აუცილებელი კვლევები, შესრულდება კლინიკის პირობებში. მკურნალი ექიმი თავისი ეყოლება. მისი მკურნალი ექიმი ვისაც ჩათვლის საჭიროდ, მისი კონსულტანტები ჩაერთვებიან. ჩვენი საექიმო პერსონალი სამკურნალო პროცესში მონაწილეობას არ იღებს. უცნობია, თუ როდის გადმოიყვანენ კლინიკაში. ყველა კითხვა, რაც იარსებებს, მისი მკურნალი ექიმის მიმართ უნდა გადამისამართდეს“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 29 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება გიორგი პატარიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

← მთავარი