„ვინც ჩვენ დაგვასანქცირა, ვინც ქართული ტელევიზიები და ბატონი გიორგი გაბიტაშვილი დაასანქცირა, იმათმა იკითხონ უსამართლობაზე" - ვიქტორ ჯაფარიძე
“მე გავაგრძელებ თემას გიორგი გაბიტაშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით - პირადად მე, ვიქტორ ჯაფარიძეც დასანქცირებული ვარ, იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე.ვინც ჩვენ დაგვასანქცირა, ვინც ქართული ტელევიზიები და ბატონი გიორგი გაბიტაშვილი დაასანქცირა, იმათმა იკითხონ, უსამართლობაზე” | თქვა ოცნების მოკავშირე ხალხის ძალის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო აუდიტის უფროსის, გიორგი გაბიტაშვილის წლიური ანგარიში მოისმინესგახარიას პარტიის წევრმა ტატა ხვედელიანმა, გაბიტაშვილს უთხრა: “ თქვენ ბრძანდებით ორგზის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის და ესტონეთს მხრიდან. ეს სანქცირება მოხდა იმ უმოქმედობის გამო, რომელიც თქვენ გამოავლინეთ საქართველოს გენერალური პროკურორის რანგში. როგორ შეიძლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდეს პიროვნება, რომლის პროფესიულ პასუხისმგებლობას უკავშირდება საერთაშორისო დონეზე შეფასებული სისტემური უმოქმედობა და როგორ უნდა ჰქონდეს ასეთ ფიგურას სრული ინსტიტუციური ნდობა ფინანსური კონტროლის განხორციელების დროს?” რაზეც გაბიტაშვილმა ხვედელიანს უპასუა: “რაც შეეხება ჩემს სანქცირებას - სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ეს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ასე რომ, ის, რომ მეკავოს გენერალური აუდიტორის თანამდებობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე სანქცირებული ვიყავი, როდესაც პარლამენტმა მხარი დამიჭირა. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ნდობა ჩემს მიმართ და იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ” 2025 წელს დიდმა ბრიტანეთმა გიორგი გაბიტაშვილი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაასანქცირა. მაშინ გაბიტაშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა