← მთავარი
სპორტი

სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

25 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა20:02/24-06-2026+-მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში ბოლო, მესამე ტური ჩატარდა.

ბრაზილიამ შოტლანდია 3:0 დაამარცხა და 7 ქულით ჯგუფის გამარჯვებული გახდა - მაროკოს ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობა. შოტლანდია 3 ქულით მესამე ადგილზე დარჩა. 

ბრაზილია დებიუტში მეტოქის მცველის მაკენას უხეში შეცდომის შედეგად ვინისიუსმა დააწინაურა. შემდეგ ვინისიუსმა ჰენდრის აართვა ბურთი და განს გაუტანა, მაგრამ წესების დარღვევა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. მაინც შეასრულა მან შესვენებამდე დუბლი. 

სამხრეთამერიკელებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა მეორე ტაიმში გააგრძელეს და გიმარაეშის კოხტა პასით კუნიამ ანგარიში გაზარდა. 76-ე წუთზე შეცვლაზე ნეიმარი შევიდა, რომელსც ნაკრებში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. 

მაიამი. „ჰარდ როკი“ შოტლანდია - ბრაზილია 0:3 გოლები: 0:1 ვინისიუსი (7), 0:2 ვინისიუსი (45+3), 0:3 კუნია (60)

მაროკომ წინა ტურში გავარდნილ ჰაიტის მოუგო (4:2), ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ბრაზილიასთან ერთად გავიდა 1/16-ფინალში. 

ატლანტა. „მერსედეს ბენცი“ მაროკო - ჰაიტი 4:2 გოლები: 0:1 ბუნუ (10, საკ. კარში), 1:1 ჰაკიმი (39), 1:2 იზიდორი (43), 2:2 საიბარი (45+1), 3:2 რაჰიმი (78), 4:2 იასინი (89)

← მთავარი