← მთავარი
სპორტი

"პირველ ტაიმში ძალიან სუსტები ვიყავით" - ვინისიუსი მაროკოსთან მატჩის შემდეგ

14 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, C ჯგუფში ბრაზილია მაროკოს დაუზავდა - 1:1. “სელესაოს” რიგებიდან გოლის გატანა ვინისიუს ჟუნიორმა მოახერხა. “რეალის” ვარსკვლავმა მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.   “პირველ ტაიმში ძალიან სუსტად გამოვიყურებოდით. გაშვებულმა გოლმა ჩვენი ამოცანა გაართულა. ზოგადად ასეთ ტურნირებზე გახსნითი მატჩების ჩატარება ურთულესია.   წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესები გავხდეთ. მუნდიალი ჯერ ახლა დაიწყო და აქ მარტივი თამაში არ არსებობს”, - განაცხადა ვინისიუსმა.   მეორე ტურში, 20 ივნისს ბრაზილია ჰაიტის, შოტლანდია კი მაროკოს დაუპირისპირდება.თეგები:ბრაზილიის ნაკრებივინისიუს ჟუნიორიმაროკოს ნაკრები(0) / (0)

← მთავარი