ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
“ყოველთვის ვერიდები პირადი სახელით მოწოდებასა თუ მიმართავს. უჩვეულოა. ამის უფლება და საფუძველი თუ მაქვს, არც კი ვარ დარწმუნებული. ამიტომ, მეუხერხულება კიდეც. თანაც, ძალიან. თუმცა, ალბათ, არის ისეთი მოვლენები თუ პროცესები, როდესაც საკუთარ ჩვევას უნდა გადააბიჯო და სათქმელიც თქვა. თქვა პირადად, ღიად, შენივე სახელით. 28 ივნისის დამფუძნებელი ყრილობა სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — “ჯერ საქართველოს” პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ და შეუვალი გახადოთ. “ჯერ საქართველოს” პარტიად დაფუძნება მხოლოდ ფორმალური აქტია. მაგრამ, სწორედ ეს ფორმალობა გვიკვალავს გზას იმ განზრახულობათა, მიზანთა თუ მოლოდინთა გასამართლებლად, რაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელს, მის უკეთეს მომავალს უკავშირდება. ამიტომ: თითეული თქვენგანის წერილობითი დასტური საგანგებოდ გამორჩეულია. ამდენად, საქართველოსათვის, მოაზროვნე სახელმწიფოსათვის, ყველასი და ყველასათვის ქვეყნისათვის — “ჯერ საქართველოსათვის”!.