← მთავარი
მსოფლიო

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

25 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

ადგილობრივი დროით 24 ივნისის საღამოს, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მოხდა ჯერ 7,2, შემდეგ კი 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა. ეპიცენტრი იყო ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე იარაკუის შტატში.არის დიდი მსხვერპლი, თუმცა ვენესუელის ხელისუფლებას დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ჯერჯერობით არ დაუსახელებია.ვენესუელის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის დედაქალაქ კარაკასსა და საპორტო ქალაქ ლა-გუაირაში დანგრეულია სახლები და სხვა შენობები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და წყლით მომარაგების სისტემა.მუშაობა შეაჩერა კარაკასის აეროპორტმა, რომლის შენობაც დაზიანებულია. დროებით შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.

მიწისძვრით გამოწვეული ნგრევა ვენესუელის საპორტო ქალაქ ლა-გუაირაში

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.სპეციალური სატელევიზიო გამოსვლისას როდრიგესმა განაცხადა, რომ შექმნილია მაღალი დონის ოპერატიული ჯგუფი, რომელიც სამძებრო-სამაშველო ოპერაციას და დაზარალებულთათვის დახმარების პროცესს უხელმძღვანელებს.ვენესუელში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა ქვეყნისთვის რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში. 2026 წლის დასაწყისიდან, აშშ-ის მიერ ვენესუელის მმართველ ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შემდეგ ქვეყანას დროებითი მთავრობა მართავს. ვენესუელის მოქალაქეები მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე არიან მრავალწლიანი ჰიპერინფლაციის გამო.24 ივნისის მიწისძვრა ვენესუელაში უძლიერესია 1967 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მაშინ ყველაზე მეტად დაზარალდა დედაქალაქი კარაკასი. დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი.

← მთავარი