← მთავარი
მსოფლიო

230-ზე მეტი დაღუპული, ათასობით დაკარგული - ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება

26 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
230-ზე მეტი დაღუპული, ათასობით დაკარგული - ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ვენესუელის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები ორი დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების შესახებ.25 ივნისის დღის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა კარლოს ალვარადომ სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ დაღუპულია სულ მცირე 235 ადამიანი და დაშავებულია 4300-ზე მეტი.ათასობით ადამიანი დაკარგულადაა მიჩნეული. ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.ვენესუელაში 24 ივნისს საღამოს, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მოხდა 7,2, და 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრები.ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ხორხე როდრიგესის ინფორმაციით, დანგრეულია სულ მცირე 250 შენობა. უსახლკაროდ დარჩა 2900-ზე მეტი ოჯახი.მიწისძვრებმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენეს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასს და ლა-გუაირას შტატს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ვენესუელაში მაშველების და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა დაიწყეს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა, შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა და შვეიცარიამ.ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგების ლიკვიდაციის ოპერაციის მხარდასაჭერად თავისი ძალები, მათ შორის სადესანტო-სატრანსპორტო გემი გაგზავნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ.

← მთავარი