← მთავარი
სპორტი

უკრაინელი კომენტატორი ვაცკო: საქართველოსთან მატჩისთვის „გულის წამლებს მოვიმარაგებ"

11 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
უკრაინელი კომენტატორი ვაცკო: საქართველოსთან მატჩისთვის „გულის წამლებს მოვიმარაგებ"

ცნობილი უკრაინელი საფეხბურთო კომენტატორი ვიქტორ ვაცკო ნაკრების ბოლო ამხანაგური მატჩებით კმაყოფილი არ არის.

31 მაისს ვროცლავში უკრაინამ პოლონეთს 2:0 სძლია, მაგრამ ვაცკოს მიაჩნია, შედეგი ემოციური ფაქტორებით იყო განპირობებული. 7 ივნისს ოდენსეში დანიასთან მატჩი 1:2 ანგარიშით წყდებოდა, 65-ე წუთზე კი შეხვედრა ჯანმრთელობის პრობლემების გამო საერთოდ შეჩერდა.

„არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე შემოდგომისთვის ვალიდოლს, კორვალოლსა და ვალერიანს მოვიმარაგებ,” — ციტირებს ვაცკოს Sport.ua.

ერთა ლიგის B ჯგუფში უკრაინა საქართველოს მეტოქეა. ჯგუფის პირველ მატჩს უკრაინელები 25 სექტემბერს გასვლაზე უნგრეთთან, ხოლო მეორეს — 28 სექტემბერს თბილისში საქართველოსთან გამართავენ.

← მთავარი