სპორტი
ვაწაძე: ქეცბაიამ „დინამოში” დისციპლინა შემოიტანა — 37 წლის ასაკში 5 მატჩში 4 გოლი გავიტანე
37 წლის გიორგი ვაწაძე „დინამოს” ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოთამაშეა ამ სეზონში — ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ფორვარდი ინტერვიუში ახსნის, რომ ტემურ ქეცბაიამ, მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, გუნდში პირველ რიგში წესრიგი და დისციპლინა დაამყარა. „ქეცბაია მოვიდა და ყველაფერი შეიცვალა — გუნდი სერიოზულ სამუშაო რეჟიმში გადავიდა”, — ამბობს ვაწაძე.
„დინამომ” სეზონი ჩემპიონატის ბოლოდან პირველ სტრიქონში დაიწყო, ახლა კი მეორე ადგილზეა. ვაწაძე იმედოვნებს, რომ გუნდი ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიაღწევს — ეს საქართველოს ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა.