← მთავარი
სპორტი

"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

3 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიამ ხორვატია 2:1 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

მატჩის შემდეგ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა შეხვედრის მთავარი არბიტრი ესპენ ეშკაში გააკრიტიკა.

“რა თქმა უნდა, აშკარა იყო, რომ მსაჯობა ძალიან ცუდი იყო და ჩვენს სასარგებლოდ საერთოდ არ მიმდინარეობდა. არც ერთი სასტვენი, არც ერთი საჯარიმო დარტყმა და საერთოდ არაფერი მიგვიღია, რაც გვეკუთვნოდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ჩვენი მარცხის მიზეზი.

ფეხბურთი ნადგურდება. არ ვამბობ, რომ VAR დახმარებაა ან დაბრკოლება, მაგრამ ის ემოციებს კლავს. ის წაგართმევს იმ განცდებს, რასაც მომენტში განიცდი და მერე თითქოს ისევ აბრუნებს მათ. ამის მიღება რთულია. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ ფეხბურთი რაც შეიძლება სამართლიანი და სუფთა იყოს, ამიტომაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილებები. მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ზედმეტად შორს წავედით VAR-თან ერთად. ის აღარ არის აუცილებელი”, - განაცხადა დალიჩმა.

← მთავარი