ოკუპირებულ ხურვალეთში გარდაცვლილ ვალია ვანიშვილს ნათესავები მავთულხლართებზე გადასვლით გამოასვენეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ვალია ვანიშვილი 18 მაისს გარდაიცვალა. გარდაცვლილი დღეს დაკრძალეს.
„ქართლის ამბების” ცნობით, დაკრძალვაზე ჩასვლის მსურველ ნათესავებს ხურვალეთში შესვლის უფლება არ მისცეს და მავთულხლართებზე გადასვლა მოუწიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩასულები მავთულხლართებამდეც კი არ მიუშვა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე წერს, რომ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც დაკრძალვაზე ჩამოვიდა, შეყოვნებისგამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა, ამასობაში კი ვანიშვილი გამოასვენეს. „ჩვენ კი მავთულხლართებამდეც არ მიგვიშვეს, საგუშაგოსთან ვდგავართ ისევ და ველოდებით” — წერს ჭალიძე.
ვალია ვანიშვილის მეუღლე, დათა ვანიშვილი, 2021 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი წლების განმავლობაში მავთულხლართებს მიღმა მარტოდმარტო ცხოვრობდა.