← მთავარი
სპორტი

ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

12 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების სათავეში ჩადგება. ამის შესახებ სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა.

ვაისს „სლოვანთან” ჯერ კიდევ ერთი წლით ჰქონდა ხელშეკრულება, თუმცა კლუბმა მწვრთნელს ეროვნულ ნაკრებში გადასვლაში ხელი არ შეუშალა.

სლოვაკეთის ნაკრები ვაისმა 2008-2012 წლებშიც ავარჯიშა — მისი ხელმძღვანელობით გუნდი მსოფლიო ჩემპიონატშიც გავიდა. „სლოვანში” 2021 წლიდან მომუშავე სპეციალისტმა ეს კლუბი ზედიზედ ხუთჯერ სლოვაკეთის ჩემპიონი გახადა.

← მთავარი