საზოგადოება
ვაჩნაძიანთან ავარია: 4 ახალგაზრდა გურჯაანის კლინიკაში, ერთი სასწრაფო ოპერაციაშია
სოფელ ვაჩნაძიანთან ავტომობილი მისაბმელს შეეჯახა — ავარიაში 4 ახალგაზრდა დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარებით გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ოთხი დაშავებულიდან ერთი სასწრაფო ოპერაციაშია.

ავარიის მონაწილეებს კავშირი არ აქვთ ამ პერიოდის სასკოლო გამოსამშვიდობებელ ღონისძიებებთან. ერთ-ერთი მათგანი მე-10 კლასის მოსწავლეა, დანარჩენები კი სკოლა უკვე დაამთავრეს.

პოლიციამ ავარიის ფაქტი დაადასტურა და გამოძიება დაიწყო.
