← მთავარი
მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ირანთან მიმართებით ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას ზღუდავს

24 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ირანთან მიმართებით ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას ზღუდავს

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ირანთან მიმართებით ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას ზღუდავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ რეზოლუციას მხარი 50-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 48 სენატორი იყო. მათივე ცნობით, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ დემოკრატებმა, არამედ რესპუბლიკელთა ნაწილმაც, მიუხედავად იმისა, რომ სენატში უმრავლესობა სწორედ რესპუბლიკურ პარტიას აქვს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა არაკონსტიტუციურია და იურისტები აღნიშნავენ, რომ საკითხი სამართლებრივად სადავოა და შესაძლოა, საბოლოოდ სასამართლოში გადაწყდეს.

← მთავარი