← მთავარი
სპორტი

აშშ-მ ავსტრალიასაც მოუგო და 1/16-ფინალში გავიდა

23 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
აშშ-მ ავსტრალიასაც მოუგო და 1/16-ფინალში გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში აშშ-მ ავსტრალია 2:0 დაამარცხა.

მატჩი პოჩეტინიოს გუნდის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და მისი ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა. აშშ 6 ქულით ლიდერია, ჯგუფში პირველობა თითქმის, მეთექვსმეტედფინალის საგზური კი უკვე გაინაღდა.

ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს თურქეთი და პარაგვაი დაუპირისპირდებიან.

26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში აშშ თურქეთს, პარაგვაი კი ავტრალიას შეხვდება.

სიეტლი. „ლიუმენ ფილდი“ აშშ - ავსტრალია 2:0 გოლები: 1:0 ბურჯესი (11, საკ. კარში), 2:0 ფრიმანი (43)

← მთავარი