[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. D ჯგუფი] აშშ 2:0 ავსტრალია. ამერიკული ოცნება გრძელდება - პლეი ოფში პულიშიჩის გარეშე!
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. D ჯგუფი] აშშ 2:0 ავსტრალია. ამერიკული ოცნება გრძელდება - პლეი ოფში პულიშიჩის გარეშე!მსოფლიო თასი 2026. D ჯგუფი აშშ 2:0 ავსტრალია 19.06. სიეტლი. “ლუმენ ფილდი”. 66 925 მაყურებელი გოლები: 1:0 ბარჯესი (11-საკ. კარში), 2:0 ფრიმენი (43) აშშ (3-5-2): ფრიზი 7.1* - ფრიმენი 8.2, რიჩარდსი 7.7, რიმი 7.1 - დესტი 7.0 (80. სკელი), მაკკენი 7.8 (90+6. რეინა), ადამსი 6.8, ტილმენი 7.9, რობინსონი 7.1 (80. ტრასტი) - ბალოგუნი 6.3 (90+6. რაიტი), პეპი 6.3 (74. ბერჰალტერი 6.5) მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო ავსტრალია (5-4-1): ბიჩი 6.2 - იტალიანო 6.0, ჩირკატი 7.4, სუტარი 6.0, ბურგესი 5.5 (46. გერია 6.4), ბოსი 6.0 - ლეკი 5.5 (61. ვოლპატო 7.1), ო’ნილი 6.2, ოკონ-ენგსტლერი 6.3 (78. ირვინი 6.4), ვალუპილაი 5.7 (46. მეტკალფი 6.2) - ტურე 6.2 (46. ირანკუნდა 6.4) მწვრთნელი: ტონი პოპოვიჩი გაფრთხილება: ბოსი (16), ჩირკატი (32), რობინსონი (56), ბალოგუნი (88), სუტარი (88), იტალიანო (89), რიჩარდსი (90+3) მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ფოლარინ ბალოგუნი (აშშ) არბიტრი: ფ. ცვაიერი (გერმანია) * - შეფასებები Flashscore-ის მიხედვით მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილმა აშშ-ის ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა და უმაღლესი პრესინგი დაუწესა ავსტრალიის ნაკრებს. ამან სტუმრების საქმე მაგრად გაართულა პირველ ტაიმში. სწორედ დროის ამ მონაკვეთში გადაწყდა თამაშის ბედი. ამერიკა ორი ბურთით დაწინაურდა, მეორე ტაიმში კი უფრო დაცვას მიხედა და მომავალი ბატალიებისთვისაც შემოინახა ძალა. ბუნებრივია, მათ ამის გამო მათ ვერც ვერავინ გაამტყუნებს. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო მატჩი გამოტოვა აშშ-ის ნაკრების უდავო ლიდერმა, კრისტიან პულიშიჩმა. აღმოჩნდა, რომ ამერიკის ნაკრები არ ყოფილა “ერთი კაცის” გუნდი, რასაც ამ ნაკრებს ხშირად წამოაძახებენ - ხოლმე. ავსტრალიის ნაკრებმა კი ფეხბურთის თამაში მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო და თამაშის ბედი - გადაწყვეტილი. როგორც ჩანს, “სოკერუსები” თავიდანვე შეეგუვნენ მარცხს. აბა, როგორ ავხსნათ, მათმა დამრიგებელმა ტონი პოპოვიჩმა თურქეთთან პირველ, მოგებულ შეხვედრაში ორივე გოლის ავტორი, ნესტორ ირანკუნდა და კონორ მეტკლაფი სათადარიგოთა სკამზე რომ დატოვა და თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩააბა?! ფაქტები აშშ-ის ნაკრებმა ამ გამარჯვებით დაიბევა ჯგუფში პირველი ადგილი და მიმდინარე მუნდიალზე გახდა მეორე ნაკრები, რომელიც პლეი-ოფში გავიდა. ის მეორე მასპინძელს, მექსიკას შეუერთდა. 35 წლისა და 250 დღის ასაკში მეთიუ ლეკი გახდა მუნდიალების ისტორიაში ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში მეორე ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი. პირველ ადგილზეა მეკარე მარც შვარცერი (37 წლის და 260 დღის). მან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ითამაშა. ავსტრალია და აშშ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. აქამდე ამ ნაკრებებმა ოთხჯერ ითამაშეს ამხანაგურად. 2 შეხვედრა ამერიკელებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ერთში ავსტრალიამ იმარჯვა. ავსტრალიის ნაკრები მუნდიალზე აქამდე ერთადერთხელ ეთამაშა მასპინძელს. ეს მოხდა 1974 წელს. მაშინ მათ ჰამბურგში 0:3 წააგეს გფრ-სთან (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკასთან. ავსტრალიას ამ მატჩამდე მოგებული ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამართული ბოლო 4-დან 3 შეხვედრა. კამერონ ბარჯესის ავტოგოლი მეშვიდე იყო ამ მუნდიალზე. ამერიკის ნაკრები გახდა პირველი გუნდი მუნდიალების ისტორიაში, რომლის სასარგებლოდაც მეტოქეებმა მიჯრით ორ შეხვედრაში გაიტანეს ავტოგოლი.