← მთავარი
პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში რუსეთ-ჩინეთის გავლენის შესახებ ანგარიშის მომზადებას მოითხოვს

8 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში რუსეთ-ჩინეთის გავლენის შესახებ ანგარიშის მომზადებას მოითხოვს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს მიიღო კანონპროექტი H.R. 7668, „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი”. კენჭისყრა წინააღმდეგობის გარეშე ჩატარდა — კანონპროექტი ახლა სენატში გადაიგზავნება.

კანონი, თუ სენატი მას მიიღებს, სახელმწიფო დეპარტამენტს ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში კონგრესისთვის „საიდუმლო ანგარიშის” წარდგენას დაავალდებულებს. ანგარიში შეისწავლის „რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში”, ასევე ორი ქვეყნის „გავლენისა და თანამშრომლობის გადაკვეთის” საკითხს.

ამასთან, კანონი მოითხოვს „ამერიკის შეერთებული შტატების 5-წლიანი სტრატეგიის” შემუშავებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობებისთვის. სტრატეგიაში განსაზღვრული უნდა იყოს, „თუ რამდენად უნდა გააგრძელოს შეერთებულმა შტატებმა ინვესტირება საქართველოსთან პარტნიორობაში” და „რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა ერთგული დასავლეთთან სავაჭრო კავშირების გაფართოებისადმი.”

კანონპროექტი 24 თებერვალს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა დემოკრატ კოლეგა სტივ კოენთან ერთად.

← მთავარი