საზოგადოება
ტრაგედია ურეკში - ახალგაზრდა, რომელიც დინებამ გაიტაცა, გარდაიცვალა: რა დეტალებია ცნობილი
ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერძოდ, ერთ-ერთი დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“გურიის მოამბის” ინფორმაციით, გარდაცვლილი დაახლოებით 30 წლის მამაკაცია, პირველადი ინფორმაციით, ის სომხეთის მოქალაქეა
დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.