← მთავარი
საზოგადოება

ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, ერთი დაიღუპა

18 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, ერთი დაიღუპა

ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერძოდ, ერთ-ერთი დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა, მაგრამ მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭია, როგორც გვითხრეს, ისინი ექსკურსით იყვნენ ჩასულები და წყალში შესვლა გადაწყვიტეს, სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიით დასრულდა ყველაფერი.

“როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენი ინფორმაციით, ისინი აჭარაში მარნეულიდან იყვნენ ჩასულები. ოთხნი იყვნენ ერთად შესული წყალში, სამწუხაროდ ერთი დაიღუპა, დანარჩენები მაშველებმა გადაარჩინეს და გამოიყვანეს ზღვიდან. ზღვის სეზონი უკვე დაწყებულია, შედიან ზღვარში მოქალაქეები, გვყავს დამსვენებლებიც და სამაშველოც მობილიზებულია. მაშველებმა გამოიყვანეს ზღვიდან ის სამი ახალგაზრდა და ერთი დაიღუპა, არის ვარაუდი, რომ შიშისგან გული გაუსკდა. დღეს ზღვა ძალიან წყნარი იყო, არც ღელავდა, არც არაფერი და გამიკვირდა ეს ამბავი რომ გავიგე, ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო. ფაქტი მოხდა მეგობრობის სანაპიროზე…განაგრძეთ კითხვა

← მთავარი