[რაგბი. U20] უმცროსი ბორჯღალოსნები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ | Lelo.Ge
საქართველო U20 56:3 ურუგვაი U20
საქართველო U20: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;
- ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ანდრია ბილანიშვილი, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
- გიორგი აღნიაშვილი, 17. გიორგი ტურაშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე; 21. გიორგი ხონელიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე. 8ლ: რაზმაძე, ძოძუაშვილი, ტაბატაძე, ნარსია (3), ნოზაძე, ახვლედიანი, 8გ: ხალვაში
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის ბოლო, მესამე მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა ურუგვაის ნაკრები 56:3 დაამარცხა.
ანგარიში მე-6 წუთზე ურუგვაელებმა საჯარიმოთი გახსნეს. „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მალევე, ერთ წუთში ლელოთი უპასუხეს. პირველხაზელმა გაბრიელ რაზმაძემ ბურთი მეტოქის 22-მეტრიან ზონაში რაკიდან აიტაცა, გზად ორი მეტოქე გადაჯეგა და ბურთი ლელოში გადადო. ნიკოლოზ ხალვაშმა გარდასახა - 7:3.
შვიდ წუთში თავი ცხრა ნომერმა თემურ ძოძუაშვილმა გამოიჩინა. ურუგვაელები საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში დაჯარიმდნენ. ჩენმა გუნდმა საჯარიმო გაათამაშა. მორკინალებმა მოკლე დარტყმებით წინ წაიწიეს და ბოლოს რაკიდან ბურთი ძოძუაშვილმა აიტაცა და მეორე ლელო გაიტანა. ხალვაშს გარდასახვა არ გასჭირვებია - 14:3.
მე-20 წუთზე გარემარბის ლუკა ტაბატაძის შედევრის ჯერი დადგა. მან ბურთი საკუთარი მოედნის ნახევარზე მიიღო და ფრთაზე რამდენიმე მეტოქე ოსტატურად ჩამოიცილა. ლელომდე მარტო ირბინა და ბურთი ძელებს შორის დადო. ხალვაშმა ესეც გარდასახა - 21:3.
მეოთხე ლელო „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ გაწითლებულ დროზე გაიტანეს. ხუთმეტრიანი დერეფნიდან ლუკა ნარსიამ პირდაპირ შეუტია და ლელოში შეაღწია. ხალვაშმა ურთულესი პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 28:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ურუგვაის ერთხელაც არ ჰქონია ლელოს გატანის შანსი. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კი, კიდევ ოთხი ლელო გაიტანეს, აქედან ორი გუნდის კაპიტნის ლუკა ნარსიას ანგარიშზეა, რომელმაც ჰეთ თრიკი შესრულა. თითო საბა ნოზაძემ და დათა ახვლედიანმა გაიტანეს. ხალვაშმა ყველა გარდასახა.
ამდენად, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და მე-9 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს. იქ ნახევარფინალში „უმცროსი ბორჯღალოსნები“ იტალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში მეტოქე ირლანდიასა და ფიჯის შორის გამარჯვებული იქნება.
III ტური ირლანდია U20 - აშშ U20 73:22 ახ.ზელანდია U20 - შოტლანდია U20 45:15 ინგლისი U20 - არგენტინა U20 40:38 შოტლანდია U20 - იაპონია U20 43:32 საფრანგეთი U20 - ავსტრალია U20 34:29 უელსი U20 - ს.აფრიკა U20 33:52 ფიჯი U20 - ესპანეთი U20 29:26
სატურნირო მდგომარეობა A ჯგუფი 1. ს.აფრიკა - 15 ქულა, 2. უელსი - 10, 3. საქართველო - 7, 4. ურუგვაი - 0 B ჯგუფი 1. ახ.ზელანდია - 15 ქულა, 2. შოტლანდია - 11, 3. იტალია - 7, 4. იაპონია - 1 C ჯგუფი 1. ინგლისი - 15 ქულა, 2. არგენტინა - 12, 3. ირლანდია - 8, 4. აშშ - 1 D ჯგუფი 1. საფრანგეთი - 15 ქულა, 2. ავსტრალია - 12, 3. ფიჯი - 5, 4. ესპანეთი - 3