უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
საქართველოს ნაკრები რიგაში 2 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება. ჩვენი მეტოქე სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვის 96:92 დამარცხების შემდეგ, ოპტიმისტურადაა განწყობილი.
Sport.ua-სთან ინტერვიუში მათმა გამთამაშებელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ კოვტალიუკმა შიაულიაში მოპოვებულ გამარჯვებაზე და ჩვენს გუნდთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.
-
როგორია პირველი ემოციები მოგების შემდეგ?
-
გასვლაზე ლიეტუვასთან თამაში ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი ტესტი იყო. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ. თითქმის არცერთი ორთაბრძოლა არ წაგვიგია. ჩენი უპირატესობები გამოვიყენეთ და თამაში კარგი შედეგით დავასრულეთ.
-
რა უპირატესობები გვქონდა ამ მატჩში?
-
ჩვენი თამაში სწრაფი ტემპის გარდამავალ კალათბურთზეა დაფუძნებული და ჩვენი თავისუფალი სროლები უნდა გამოვიყენოთ. ეს თითქმის მოვახერხეთ, თუმცა უფრო უკეთაც შეიძლებოდა გამოყენება. მომეწონა როგორ გავრბოდით. ჩენი ცენტრები ფარზე დაცვაში მოხსნაზე თავის სამუშაოს ასრულებდნენ. საქართველოს წინააღმდეგ მომდევნო მატჩში უნდა გამოვიყენოთ ის, რაზეც ვივარჯიშეთ და დავამუშავეთ.
-
უკანა ხაზში მიხაილიუკთან ერთად პირველად ითამაშე. მასთან ერთად თამაშით როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა?
-
შესანიშნავია ჩინებულ კალათბურთელთან ერთად თამაში. მე ბევრი არ მჭირდება - მოედანზე ყველას მოძებნა შემიძლია. ვთვლი, რომ ჩემთან თამაში მასაც გაუიოლდება, შეეძლება წერტილიდან თავისუფალი სროლების საშუალება მიიღოს. რა თქმა უნდა, შეუძლია ეს სროლები თავად შექმნას, მაგრამ შემიძლია ამაში დავეხმარო. მასაც შეუძლია დამეხმაროს. ასე რომ, ჩვენი თამაშის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება ძალგვიძს, სხვა პარტნიორებსაც მეტი საშუალება მიეცემათ.
-
ასეთ ატმოსფეროში თამაში როგორი იყო?
-
ასეთ დარბაზში ასპარეზობა ყოველთვის კარგია. ძალიან მინდა ასეთ დარბაზში უკრაინაში ვითამაშო და დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, გასვლაზე დაპირისპირება ემოციურ მუხტს გმატებს, ეს მიყვარს და ვთვლი, რომ კარგი გამოცდილება მივიღეთ.
-
ისე მოჩანდა, შეხვედრა საკმაოდ ფიზიკური და კონტაქტური გამოვიდა.
-
ეს ნორმალურია - ასეთი ლიეტუვური კალათბურთის თამაში. ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში ქართველებთან შეხვედრაში, რადგან მათ ასეთი თამაში არ უყვართ და ეს გამარჯვებისაკენ ჩვენი გზაა. საჭიროა პირველივე წუთებიდან გავტეხოთ, უხეში ფოლებიც გამოვიყენოთ ხოლმე მათ ლიდერებთან, რათა ეს წნეხი იგრძნონ და ნერვიულობა დაიწყონ. ეს შემდეგი თამაშის დასაწყისისთვის ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს.
ერთი სიტყვით, კოვტალიუკმა ჩვენი გუნდის წინააღმდეგ სტრატეგია გაამხილა. უკრაინელთა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა კი განაცხადა, რომ საქართველოსთან ადრე სწრაფ ტემპში თამაშის ხარჯზე გაიმარჯვეს და ახლაც იგივე უნდა გააკეთონ.
საინტერესოა, რა გეგმას ამზადებს საქართველოს ნაკრების თავკაცი ალექსანდარ ჯიკიჩი. და კიდევ: სანდრო მამუკელაშვილი ეროვნულ გუნდში ჯერაც არ გამოცხადებულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბი უნდა გამოიცვალოს და ამერიკაში საკონტრაქტო საკითხებზე მუშაობს. არადა, თუ ნაკრებს არ დაეხმარა, მის გარეშე გამარჯვებების მოპოვება ძალიან გაგვიჭირდება. ალბათ, უკვე დროა ამ საკითხთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციამ სიტუაცია განმარტოს.
თეგები:
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
უკრაინის საკალათბურთო ნაკრები
ალექსანდრ კოვტალიუკი
გაზიარება:
(0) /
(0)