← მთავარი
საზოგადოება

რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზონაში, სავარაუდოდ, სულ მცირე 17 უკრაინელია ჩარჩენილი

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზონაში, სავარაუდოდ, სულ მცირე 17 უკრაინელია ჩარჩენილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზონაში 17 ადამიანია ჩარჩენილი. შსს-ს განცხადებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ ჩარჩენილი უკრაინელები, სავარაუდოდ, მძიმე პირობებში იმყოფებიან.სამინისტროს 11 ივნისის განცხადების თანახმად, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დარიალის ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ ჩარჩენილი 17 პირი, „რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები“, აცხადებს, რომ ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო „ვალიდური დოკუმენტები“. შსს-ს თქმით, „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან“ გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან „მათ აქვთ კრიმინალური წარსული და  გასამართლებულები არიან  მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის“.შსს-ს განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ადვოკატმა დარია სამოდუროვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 19 უკრაინელი ერთი წლის განმავლობაში „გამოკეტილია“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, „სარდაფში“. მან შეშფოთება გამოხატა იმ პირობების გამო, რომელშიც ისინი იმყოფებიან.17 ჩარჩენილი პირი, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ დეპორტირებულ 80-90 კაციან უკრაინელების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით,  2025 წელს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ სავალალო პირობებში, რადგან თბილისმა უარი უთხრა მათ შემოსვლაზე „კრიმინალური წარსულის“ მოტივით. ამავდროულად, კიევი მოსკოვს „დეპორტაციების იარაღად გამოყენებაში“ ადანაშაულებდა. აგვისტოში მათგან 65 უკრაინაში დააბრუნეს.„დარიალის  ე.წ. ნეიტრალურ ზონაში  ამ დროისათვის  მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, – განაცხადა სამინიტრომ. This post is also available in:

English Tagsდეპორტაცია უკრაინა შსს

Copy URL URL Copied

← მთავარი