← მთავარი
მსოფლიო

უკრაინა რუსეთთან დაკავშირებული კონტრაბანდისტების დაკავების შესახებ იტყობინება, რომლებიც აფხაზეთიდან იარაღის გადატანას ცდილობდნენ

14 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
უკრაინა რუსეთთან დაკავშირებული კონტრაბანდისტების დაკავების შესახებ იტყობინება, რომლებიც აფხაზეთიდან იარაღის გადატანას ცდილობდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ დააკავა კონტრაბანდისტები, რომელთაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) მითითებით, ოდესაში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონის შეტანა სცადეს, და აღნიშნა, რომ იარაღი ოკუპირებული აფხაზეთიდან შავი ზღვის გავლით ტერორისტული თავდასხმების მოწყობის მიზნით გადაჰქონდათ.უსაფრთხოების სამსახურის 29 მაისის განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილებს დავალებული ჰქონდათ ასაფეთქებლებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატის ოდესაში შეტანა. უწყების თქმით, დრონი დამალული იყო თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ტვირთში, რომელიც „არალეგალურად გაიტანეს შავი ზღვის გავლით დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან“.„კონტრაბანდისტების მარშრუტი კუნძულ ზმეინის ახლოს მდებარე ნეიტრალურ წყლებზე გადიოდა, სადაც მათი ტვირთი მთავარი გემიდან პატარა ნავებზე გადაიტანეს, რათა ფარულად შეეტანათ ოდესის სანაპიროზე“, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და დასძინა, რომ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს კონტრაბანდული ტვირთის, მათ შორის დრონის, ოდესის პორტის ტერიტორიაზე გადატანისას.უსაფრთხოების სამსახურის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კონტრაბანდის ოპერაციის სავარაუდო ორგანიზატორი ოდესელი ბიზნესმენია, რომელიც ამჟამად „საზღვარგარეთ ცხოვრობს“ და აფხაზეთში „უკანონო ბიზნეს საქმიანობაშია“ ჩართული. უწყების თქმით, ბიზნესმენი FSB-სთან თანამშრომლობას და ოდესაში გამანადგურებელი დრონის შეტანას კავკასიის რეგიონში კონტრაბანდული საქმიანოაბის განხორციელების სანაცვლოდ დათანხმდა და ამ ამოცანის შესასრულებლად ჯგუფი, მათ შორის უკრაინელი მესაზღვრე დაიქირავა.დაკავებულებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.ამასთან, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების კვალს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიყვებოდნენ. უწყების ინფორმაციით, ოდესისა და ჩერნივცის ოლქებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ქობინით, ასევე საკომუნიკაციო აღჭურვილობა, დოკუმენტაცია და ავტომატური იარაღი.This post is also available in:

English Tagsაფხაზეთი უკრაინა

Copy URL URL Copied

← მთავარი