← მთავარი
მსოფლიო

უკრაინამ ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო

25 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
უკრაინამ ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გდანსკში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ უკრაინა €6 მილიარდის ოდენობის მომდევნო ტრანშს უახლოეს დღეებში მიიღებს.

3.2 მილიარდი ევრო ტრანშების სერიის დასაწყისია, რომელიც წლის ბოლომდე თანდათანობით გადაიცემა. 2026 წლისთვის ბრიუსელმა 45 მილიარდი ევრო გამოყო, საიდანაც 16.7 მილიარდი ევრო ფინანსური მხარდაჭერისთვის არის განკუთვნილი, ხოლო 28.3 მილიარდი ევრო სამხედრო მხარდაჭერისთვის.

დარჩენილი 45 მილიარდი ევრო 2027 წლისთვის იქნება განკუთვნილი და უკრაინის დაფინანსების საჭიროებების ორ მესამედს დაფარავს. დანარჩენი ერთი მესამედი დასავლელი მოკავშირეების მიერ უნდა დაიფაროს.

← მთავარი