← მთავარი
მსოფლიო

"შესაძლოა მათი სიკვდილისწინა გაბრძოლება იყოს..." - უკრაინელი სამხედრო ომზე, რუსეთზე, ქართველ მებრძოლებზე

23 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge

“გურიის მოამბეს” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა, რომელიც რამდენიმე წელია საზღვარგარეთ  იმყოფება, რამდენიმე თვის წინ მისტიკური რომანი – “ორ სამყაროს შორის” – გამოსცა. “მე ორჯერ დავიბადე და მეორედ დაბადებისას ჩემი ყოველი დღე ჰგავდა მისტიკური წიგნის სიუჟეტს, რომლის მომდევნო ფურცელი უფრო და უფრო საინტერესოდ იკითხებოდა. ეს ნამდვილად იყო საჩუქარი სამყაროსგან, რომელმაც 21-ე საუკუნეში შეხვედრა მომიწყო საკუთარი სულის წინა ცხოვრებასთან. ახალი ცხოვრების დასაწყისიდან ზუსტად 9 თვეში, სულის კარნახით დაიწერა წიგნი გაჯერებული სიურეალიზმითა და მისტიკით, სადაც სულის სარკმლიდან პარალელურ სამყაროში მოგზაურობა და წარსულთან შეხვედრაა აღწერილი.…”- წერს ავტორი. “ეს წიგნი, სულთა ტრანსმიგრაციის შემოქმედებითი ნაყოფია. მხატვრული ნაწარმოები, რომელიც  თანამედროვე ოკულტური სისტემების ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას, რეინკარნაციას, ამ დოზით წარმოადგენს, რომელიც, სხვათა შორის უძველესი დროიდან მოყოლებული ყველა რელიგიისათვის და თვით ქრისტიანობისთვისაც არ იყო უცხო. პერსონაჟების ტრაგიკული ისტორიის კითხვას ლაიტმოტივად გასდევს ჩვენი, ადამიანების, ამ ქვეყანაზე მოვლინებული და თითოეულ ჩვენგანზე დაკისრებული მისიის შეცნობის სურვილი. ადამიანური ისტორიები, სიყვარულის, ოჯახური ცხოვრების არა ტრადიციული გაგება და ალბათ კიდევ - „ღრმა კოსმიური მგრძნობელობა“ ხდის ამ ნაწარმოებს საინტერესოს,  ერთი შეხედვით  „უცხოს“(არაკლასიკური მისტიკის) და დაპყრობითს”  “ეს ადამიანის სულის თავგადასავალია - სულის რეინკარნაცია, დროში მოგზაურობა, საკუთარი თავის შეცნობისა და ძიების ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი.დამაინტრიგებელი ფაბულაა - თანამედროვე,  XXI საუკუნის გერმანიაში მცხოვრებ  ქალს “ კადრები ეხსნება” და მკაფიოდ ხედავს საკუთარ წინარე ცხოვრებას XIX საუკუნის  ინგლისში. დამაჯერებლად, მხატვრულად, სტილიზებულად ცოცხლდება ორი საუკუნის წინანდელი რეალობა, რომანის კითხვის პროცესში არ მშორდებოდა განცდა, რომ კოსტიუმირებულ ფილმს ვუყურებდი, რადგან ყველა დეტალი, პერსონაჟთა მეტყველების მანერა, სივრცული გარემო, ურთიერთობის კულტურა დამაჯერებლობას სძენს მონათხრობს. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ეს მისტიკური რომანი მრავალშრიანი ნაწარმოებია და უამრავ პრობლემაზე დააფიქრებს  ადამიანს” - ვკითხულობთ, წიგნზე დაწერილი რეცენზიებიდან.

იხილეთ ვიდეო აქ: ფეისბუკგვერდზე : წიგნი ერთ წუთში

← მთავარი