← მთავარი
საზოგადოება

ბრიტანეთმა საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია სანქციებს დაუქვემდებარა — ტრანზაქციების მოცულობა 70 მილიონ დოლარს აჭარბებს

27 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ბრიტანეთმა საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია სანქციებს დაუქვემდებარა — ტრანზაქციების მოცულობა 70 მილიონ დოლარს აჭარბებს

ბრიტანეთის ხაზინის სანქციების ოფისმა (OFSI) საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების სიაში შეიტანა. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიები კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმებს იყენებდნენ ბრიტანული სანქციების გვერდის ავლისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად.

ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განმარტა, რომ სანქცირებულ სუბიექტებთან ამ კომპანიების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა „სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს”.

სამი სანქცირებული კომპანიაა:

შპს არვიქსი (Arvix LLC) — 2023 წლის 26 ოქტომბერს დარეგისტრირებული; 100-პროცენტიანი მფლობელი და დირექტორი — თამაზ გარაევი.

შპს რაპირა გრუპი (Rapira Group LLC) — 2022 წლის 9 ნოემბერს დარეგისტრირებული; ამჟამად ლიკვიდაციის პროცესშია (განაცხადი 13 მაისს შეტანილი). მფლობელი — ბრიტანეთის მოქალაქე ილია აჰაევი.

შპს ეიაიფორი (Aifory LLC) — 2023 წლის 23 ივნისს დარეგისტრირებული; დირექტორი და მფლობელი — მიხაელ გევორქიანი.

კომპანიები, ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, რუსეთზე ორიენტირებული კრიპტო-ბირჟების საშუალებით A7 ქსელს ემსახურებოდნენ — ამ ქსელს კი რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს.

სანქციები 26 მაისს გამოაცხადა ბრიტანეთის მთავრობამ, ხოლო 27 მაისს — საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ.

საქართველოს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ სანქცირებული კომპანიებიდან „არც ერთის საქმიანობის არეალი საქართველო არ ყოფილა.”

← მთავარი