← მთავარი
სპორტი

უგრეხელიძით პოლონური და უნგრული კლუბები ინტერესდებიან

11 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
უგრეხელიძით პოლონური და უნგრული კლუბები ინტერესდებიან

ცნობილი ტრანსფერ-ინსაიდერი რუდი გალეტი თბილისის „დინამოს” 22-წლის ცენტრალური მცველის, ნიკოლოზ უგრეხელიძის, მიმართ ინტერესს მოიხსენიებს. მისი თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელთან პოლონური და უნგრული კლუბები ინტერესდებიან — კლუბების სახელები არ ასახელებს.

„უგრეხელიძე მარცხენა ფეხით თამაშობს და ფიზიკური სიძლიერითაა გამორჩეული. ორთაბრძოლებში კარგია. ფიზიკური მზაობის გარდა, თავდაჯერებულია ბურთთან ერთადაც, რაც გუნდს შეტევის გონივრულად წამოწყების საშუალებას აძლევს,” — წერს გალეტი.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უგრეხელიძეს ლეგიონერად ყოფნის გამოცდილება უკვე აქვს — ის თურქული სუპერლიგის კლუბ „კარაგიუმრუქში” ყოფილა.

← მთავარი