← მთავარი
საზოგადოება

"ჩემი პერსონაჟი მატყუარა ტიპია" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სერიალ "USAშველოების" უჩვეულო მეტსახელის მქონე პოპულარული გმირი რეალურ ცხოვრებაში

8 აგვისტო, 2026 · წყარო: ambebi.ge

სერიალ “USAშველოებს“ უამრავი ადამიანი უყურებს, “იუთუბზე“ თითო სერიას ასიათასობით ნახვა აქვს. უკვე ორი სეზონია გადის და გეგმაში მესამე სეზონცაა. “ძალიან ბევრი ნახვა აქვს. მგონი, ქართულ სივრცეში ამაზე მეტი ნახვა არცერთ სერიალს არ ჰქონია, უპრეცედენტო შემთხვევაა“, - გვეუბნება მისი ერთ-ერთი პერსონაჟის, გოგიტა ჟღენტის (რომელსაც სერიალში უცენზურო მეტსახელი აქვს - “პრ**ა”) როლის შემსრულებელი მსახიობი კახა სამუშია. მისი გმირი მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დადებითი პერსონაჟია, მაყურებელს ძალიან უყვარს.

როგორ აღმოჩნდა სერიალში, რას ამბობს თავის გმირზე და რა არის მისთვის მთავარი როგორც მსახიობისთვის, ამაზე კახა სამუშიას ინტერვიუდან შეიტყობთ.

კახა სამუშია:

“თეთრი ბაირაღები“ “თეატრალურ სარდაფში“ იდგმებოდა, გოგი ქავთარაძე გახლდათ ტიგრანა, მე - ჭეიშვილი ვიყავი, გოგილი - გურამ ფირცხალავა იყო და ლიმონა - დიმა ჯაიანი. რუსთავშიც ვთამაშობდით, მოკლედ ბევრგან მითამაშია.

-რა არის მთავარი მსახიობისთვის, როდესაც ახალ როლს იღებს და რა რესურსი სჭირდება ამ დროს?

პირველ რიგში, საჭიროა ნიჭი, მონდომება და პასუხისმგებლობის გრძნობა. თითქმის არ მახსოვს, რეპეტიციაზე დამეგვიანოს. დაგვიანება კოლეგის უპატივცემულობაა… როცა როლს იღებ, უნდა გაითვალისწინო, რა უნდა რეჟისორს, თავადაც დაამატო დეტალები და პიესის ავტორის სათქმელი ზუსტად მიიტანო. თანამედროვე ნაწარმოებში შეგიძლია შენი სიტყვებით ილაპარაკო ან რაღაც ჩაამატო, კლასიკურ ტექსტს ვერაფერს შეუცვლი.

-რა არის იმის მიზეზი, რომ ამ ეტაპზე არ ხართ რომელიმე თეატრის დასში?

გოჩა კაპანაძისა და ჭოლას (ლევან წულაძე) ერთობლივ ჯგუფში მოვხვდი. ძირითადი პედაგოგი, ვინც ჩვენთან ყოველდღიურად მუშაობდა, გოჩა კაპანაძე იყო. ჭოლა ძირითადად გამოცდებისა და სპექტაკლების ჩაბარებისას მოდიოდა. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. უპირველეს ყოვლისა, თავად იყვნენ უკეთილშობილესი ადამიანები. მაშინ ცოტა სხვანაირი თაობა და სწავლების განსხვავებული მიდგომა იყო, ურთიერთობებიც უფრო უშუალო… თუ რამე შემიძენია, ყველაფერი გამომადგა - როგორც პროფესიაში, ისე ადამიანებთან ურთიერთობაში.

ამასთან, ისეთი პიროვნებაც არ ვარ, პროტექციებითა და “ნაცნობობით“ ვიარო. კასტინგებზეც კი თითქმის არასდროს დავდიოდი - თუ დამირეკავდნენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში. ერთადერთი, რეზო ესაძის ბოლო ფილმის სინჯებზე ვიყავი და გადამიღეს კიდეც.

ხშირად ბავშვთან, ჩემს გოგონასთან ერთადაც ვხატავ და ექსპერიმენტებს ვატარებთ.

კახა სამუშია მეუღლესთან და შვილთან ერთად

← მთავარი