← მთავარი
სპორტი

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოსთვის დასკვნით შეკრებაზე შევიდნენ — 37-კაციანი განახლებული შემადგენლობა

8 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოსთვის დასკვნით შეკრებაზე შევიდნენ — 37-კაციანი განახლებული შემადგენლობა

საქართველოს 20-წლამდელთა რაგბის ნაკრებმა „შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე მსოფლიო ჩემპიონატისთვის დასკვნითი სასელექციო შეკრება დაიწყო. ვიტო კოლელიშვილის განკარგულებაში ამჟამად 37 მოთამაშეა — 23 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშე — საიდანაც 30 შეირჩევა სატურნირო შემადგენლობაში.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის შემდეგ 11 ახალი მოთამაშე შეუერთდა გაფართოებულ შემადგენლობას. შეკრებაზე მყოფი 15 ლეგიონერია, დანარჩენები ქართულ კლუბებს წარმოადგენენ: 7 — „ლელოს”, 5 — „აიას”, 3 — „არმიას”, 2-2 — „ხარებს” და „ხვამლს”, თითო-თითო — ყაზბეგს, „ლოკომოტივს” და „კოლხ რაინდებს”.

გამოსაცდელი მატჩები:

მსოფლიო ჩემპიონატის სრული შემადგენლობა გამოსაცდელი მატჩების შემდეგ დასახელდება.

გაფართოებული შემადგენლობა:

შერკინება: გიორგი ტურაშვილი (კასტრი), დაჩი ჭელიძე (ლელო), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), ლუკა იასეშვილი (ხარები), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი), ნიკოლოზ ღარიბაშვილი (ყაზბეგი), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), არჩილ ნოზაძე (აჟენი), საბა ნოზაძე (ნევერი), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), ანდრია ბილანიშვილი (ლელო), დავით ბარამია (ტულონი), გიორგი მეფარიშვილი (აია), თორნიკე ტორაძე (აია), ლუკა ნარსია (აია), ლუკა საღინაძე (ლიონი), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (კოლხი რაინდები), ირაკლი ყოლბაია (ლელო), მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

ხაზი: გიორგი ხონელიძე (ტულონი), დაჩი წიკლაური (ხვამლი), თემურ ძოძუაშვილი (აია), მათე მახარაძე (ხვამლი), გიგი სირბილაძე (ოიონა), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), დავით ბარბაქაძე (ლიონი), დემეტრე დევდარიანი (ლელო), დათა ახვლედიანი (ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია), ლუკა ტაბატაძე (არმია), საბა ნატროშვილი (არმია), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), დათა არობელიძე (არმია).

← მთავარი